19-21 ნოემბერს ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტში (გერმანია) გაიმართა Erasmus+ პროგრამის პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების მხარდასაჭერად უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“ (PeaceEDu) კონსორციუმის მესამე შეხვედრა, რომლის მიზანი იყო:
- პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო კურსების, ტრენინგპროგრამების, შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსებისა და მათი პილოტირების შედეგების განხილვა;
- სტუდენტური სამშვიდობო კლუბების მიერ განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაცია, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის ორგანიზებაზე მსჯელობა;
- დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის შინაარსობრივ და საორგანიზაციო საკითხებზე შეთანხმება.
კონსორციუმის წევრებმა წაიკითხეს მოხსენებები:
- „Diversity Education and Democracy Education at the University of Hildesheim“
პროფ. ვიოლა ბ. გეორგი, ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტი - „From Multiperspectivity to Public Encounters: Reimagining Critical Peace Education through Dis-enclosure and Conviviality“
პროფ. ფრანს კრიუგერი, ნოტინგემის უნივერსიტეტი
პარტნიორ უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შეიქმნა მნიშვნელოვანი პლატფორმა. კონსორციუმის წევრების შეთანხმებები და ინიციატივები არსებითად შეუწყობს ხელს პროექტის შემდგომ განვითარებასა და სამშვიდობო განათლების გაძლიერებას.

