ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტებისა და პროგრამების მარკეტინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (სერვისების ოფიცერი) პოზიციაზე საერთაშორისო სტუდენტების სერვისების ადმინისტრირების მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცესის მართვა;
- საერთაშორისო სტუდენტების სავიზო-საიმიგრაციო საკითხების მართვა, კონსულტაცია, დოკუმენტაციების მომზადება, შესაბამის რელევანტურ უწყებებთან თანამშრომლობა;
- საერთაშორისო სტუდენტების საქართველოში ჩამოსვლისა და დაბინავების საკითხების ფასილიტაცია, წინა გასამგზავრებელი ტრენინგების ჩატარება;
- საერთაშორისო სტუდენტების დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი;
- საერთაშორისო სტუდენტების საორიენტაციო კვირეულის დაგეგმვა და განხორციელება;
- საერთაშორისო სტუდენტების ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამებისა და ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- საერთაშორისო კურსდამთავრებულებთან კომუნიკაცია და მათი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- სამსახურის უფროსის დახმარება მიმდინარე საკითხებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი;
- ინგლისური ენის ცოდნა (მინ. B2 დონე);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google platforms, ZOOM);
- სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს უცხოურ უნივერსიტეტში მიღებული განათლება, ასევე საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ინტერკულტურულ გარემოში ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ემოციების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
- სამუშაო გრაფიკი: სრული
კონკურსი წარიმართება სამ ეტაპად:
- პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე;
- მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს გაეგზავნებათ წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, რომელშიც მითითებული იქნება პრაქტიკული დავალების ჩატარების თარიღი და პირობები;
- ბოლო ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- რეზიუმე (CV);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის/სხვა დოკუმენტის ასლი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 24
აპრილის ჩათვლით მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „საერთაშორისო სტუდენტების სერვისების ოფიცერი“.
შერჩევის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება სრული გამოსაცდელი ვადით.

