4-11 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტი ზურაბ მისაკიანი და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები ნინო შელია და მარიამ კობერიძე ილიაუნის სახელით Jessup Summer Law School-ში მონაწილეობდნენ ყაზახეთის ქალაქ ალმატში, ნარხოზის უნივერსიტეტში.
პროგრამა მოიცავდა ლექციებს საერთაშორისო სამართლის აქტუალურ საკითხებზე. ერთ-ერთ ლექციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თინათინ გოლეთიანი უძღვებოდა.
სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესში პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებისთვის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აქტიური მხარდაჭერით სტუდენტები იძენენ საერთაშორისო გამოცდილებასა და ახალ შესაძლებლობებს.