2025-2026 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სწავლის საფასურის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ეძლევათ შესაძლებლობა, მოიპოვონ სწავლის საფასურის სახელმწიფო დაფინანსება.

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადების მიღება იწარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში: სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად 2025 წლის 8 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად 2025 წლის 15 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით.

დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ დანართებში: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 5 სექტემბრის №78/ნ ბრძანებით დამტკიცებული  „2025-2026 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა“ და №78/ნ ბრძანებით დამტკიცებული „2025-2026 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა“.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი