ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლას განაგრძობენ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.
სამართლის სკოლის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები – მარიამ გეგეშიძე, ლიზი ცხოვრებაძე, ნინო კვარაცხელია, ნესტან რატიანი, მარიამ ტატანაშვილი და ნინო ლალიაშვილი – გაცვლითი პროგრამით ისწავლიან პრესტიჟულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ტიუბინგენის უნივერსიტეტი (გერმანია), მაკედონიის უნივერსიტეტი (საბერძნეთი), მილანის უნივერსიტეტი (იტალია), ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი), მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტი (ესპანეთი) და უფსალის უნივერსიტეტი (შვედეთი).
გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ აკადემიური და კვლევითი უნარები, შეიძინონ საერთაშორისო გამოცდილება და ჩაერთონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო გარემოში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა წარმატებას უსურვებს სტუდენტებს და ურჩევს, აქტიურად გამოიყენონ გაცვლითი პროგრამებით სწავლის შესაძლებლობები.
2025