ეთიკის პროექტის კონსორციუმის მესამე საერთაშორისო შეხვედრა მასარიკის უნივერსიტეტში

3-4 სექტემბერს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ გაიმართა კონსორციუმის მენეჯმენტის  მესამე საერთაშორისო შეხვედრა, რომელსაც მასარიკის უნივერსიტეტმა (ბრნო, ჩეხეთი) უმასპინძლა.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს თომაშ ფოლტინეკმა (მასარიკის უნივერსიტეტი, პროექტის მენეჯერი) და ქეთევან დარახველიძემ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, პროექტის მენეჯერი). შეხვედრაზე განიხილეს პროექტის პროგრესი, სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და განსახორციელებელი ღონისძიებები.

პარტნიორებმა წაიკითხეს მოხსენებები მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის: სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციისა და ექსპერტთა გადამზადების პროცესზე, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის მოდულის პილოტირებაზე, უნივერსიტეტებში ეთიკის ოფიცრების ტრენინგებსა და მათი როლის გაძლიერებაზე, კვლევის ეთიკის კომიტეტების მუშაობასა და პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაზე, ასევე კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის მხარდამჭერი სერვისების დანერგვასა და პასუხისმგებლიანი სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაზე.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მესამე წლის სამოქმედო გეგმა, დისემინაციისა და ფინალური კონფერენციის სტრატეგია, გარე შეფასების ანგარიშის შედეგები და პარტნიორთა რეკომენდაციები.

პროექტის შესახებ

პროექტის ძირითადი მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.

პროექტის კოორდინატორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • ჩარლზის უნივერსიტეტი;
  • მასარიკის უნივერსიტეტი;
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია.

 

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი