სამაგისტრო პროგრამის „სურსათის მეცნიერების“ მაგისტრანტების საწარმოო პრაქტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „სურსათის მეცნიერება“ მაგისტრანტებმა საწარმოო პრაქტიკის კურსის დროს მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან პროფესიულ აქტივობებში.

საწარმოო პრაქტიკა გაიარეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ასევე ეწვივნენ წამყვან კომპანიებს: ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიას შპს „გლობალ ბიერ ჯორჯიასა“ და  ღვინის მწარმოებელ კომპანია „ბადაგონს“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიებს, მათ შორის ჯიღაურის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზასა და დნმ კვლევის ლაბორატორიებს.

სტუდენტები გაეცნენ საწარმოებისა და ლაბორატორიების მუშაობის პრინციპებს, წარმოების ძირითად ასპექტებსა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს. შეიძინეს ცოდნა მომავალი კვლევითი საქმიანობის ახალი პერსპექტივების შესახებ.

საწარმოო პრაქტიკის მიზანია მაგისტრანტებმა გაანალიზონ, როგორ შეიძლება სასწავლო პროგრამით შეძენილი თეორიული ცოდნა გამოიყენონ პროფესიულ გარემოში და მიაგნონ მისი პრაქტიკული განხორციელების ახალ შესაძლებლობებს.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი