ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რეგისტრარის ოფისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა;
- ხელშეკრულების ონლაინ რეგისტრაციის პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება;
- საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
- სტუდენტების პირადი საქმის ორგანიზება;
- დიპლომის დანართების სკანირება, აკინძვა და კანცელარიაში დამოწმება;
- ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტის სტატუსი;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
ქცევითი კომპეტენციები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვა;
- შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №32;
ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი;
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე არაუმეტეს 40 საათისა; სამუშაო და დასვენების დღეები შეთანხმდება უშუალო ხელმძღვანელთან;
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2025 წლის 11 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით; ანაზღაურება: ერთჯერადად 350 ლარი (დარიცხული).
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 20 ივლისის ჩათვლით გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 200 სიტყვისა) PDF ფაილად მისამართზე: admin.artsci@iliauni.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სტაჟირება რეგისტრარის ოფისში“.
ასევე გთხოვთ, შეავსეთ კითხვარი ბმულზე:
კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტებისა და შევსებული კითხვარის განხილვა;
- გასაუბრება ZOOM-ის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

