ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში.
სტაჟირება ცხადდება 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაწყებისთვის მზადების, სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად.
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 2025 წლის 15 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე;
- გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2025 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: admin.artsci@iliauni.edu.ge
ასევე შეავსეთ კითხვარი შემდეგ ბმულზე.
აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორების კონკურსი.
სტაჟირების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.