სტუდენტის სტატუსის შეჩერება
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შესაჩერებლად სტუდენტებს შეუძლიათ განცხადებით მიმართოთ უნივერსიტეტს არგუსის შესაბამისი შაბლონით არაუგვიანეს სწავლის დაწყებიდან ორი კვირის ვადაში, 2025 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით.
სტუდენტის სტატუსის აღდგენა
სტუდენტის სტატუსის აღსადგენად და სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტებს შეუძლიათ განცხადებით მიმართოთ უნივერსიტეტს არგუსის შესაბამისი შაბლონით სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, არაუგვიანეს 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. განცხადების განხილვის აუცილებელი პირობაა სტუდენტს გადახდილი ჰქონდეს სწავლის საფასურის დავალიანება.