ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებენ ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით სამეურნეო-ფინანსურ დეპარტამენტში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ასისტირება ფინანსური აქტივებისა და მატერიალური ფასეულობების მართვასა და ბუღალტრული აღრიცხვის მონიტორინგში, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
- MS Office პროგრამების ცოდნა (Excel-ის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- თანმიმდევრულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
- სტაჟირების ხანგრძლივობა – 1 თვე;
- ანაზღაურება – დარიცხული 765 ლარის ოდენობით;
- შესასრულებელი სამუშაოს სწავლებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი;
- სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება სამეურნეო-ფინანსურ დეპარტამენტში.
გთხოვთ, თქვენი CV 2025 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით გამოგზავნოთ მისამართზე: ies@iliauni.edu.ge, სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟირება სამეურნეო-ფინანსურ დეპარტამენტში“.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.