ვორკშოპი „პრაქტიკული ასტრონომიის კურსი 2025“

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ორგანიზებით აბასთუმანში გაიმართა ვორკშოპი „პრაქტიკული ასტრონომიის კურსი 2025“, რომელშიც მონაწილეობდნენ ობსერვატორიის მკვლევრები, ილიაუნის პროფესორები და სტუდენტები, ასევე თსუ-ის სტუდენტები.

სამი კვირის განმავლობაში სტუდენტები გაეცნენ ობსერვატორიის სამეცნიერო ინფრასტრუქტურას, ახალ 1.5-მეტრიან ტელესკოპ ASA-15-ს და მონაწილეობდნენ ციურ სხეულებზე დაკვირვებებში. იმუშავეს ახალ ინდივიდუალურ პრაქტიკულ ამოცანებზე,  რომელთა შედეგები წარმოადგინეს დასკვნით ვორკშოპზე.  კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ვორკშოპზე შესრულებული პროექტები ქმნიან საფუძველს, სტუდენტებმა განაგრძონ  შერჩეული თემატიკის კვლევა და შეასრულონ საბაკალავრო ან სამაგისტრო ნაშრომები.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი