პროექტი უნიკურსი – მიღება უნილაბის სრულად დაფინანსებულ ონლაინკურსებზე

კიბერლაბორატორია უნილაბი აცხადებს მიღებას პროექტ „უნიკურსი“ ახალ ნაკადზე.

პროექტის შესახებ 

უნილაბის პროექტი „უნიკურსი“ კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ახალი ტიპის კურსებს. მონაწილენი დაესწრებიან როგორც პირისპირ, ასევე ონლაინშეხვედრებს.

უნიკურსი აერთიანებს ასინქრონული და სინქრონული სწავლების ელემენტებს. ვიდეოლექციების ნახვა მსმენელებს მათთვის მოსახერხებელ დროს შეეძლებათ. მსმენელები ასევე შეძლებენ შეკითხვის დასმას Google Classroom-ის დახმარებით. მათ შეკითხვებს უპასუხებენ მენტორები ან, საჭიროების შემთხვევაში, ლექტორები.  გათვალისწინებულია ვორკშოპებიც, რომლებზეც სტუდენტები პირისპირ შეხვდებიან კურსის ლექტორს და შექმნიან შესაბამისი მიმართულების პირველ ციფრულ პროდუქტს.

კურსების ჩამონათვალი:

 

პროექტის ეტაპები

I ეტაპი

პროექტის პირველ ეტაპზე გამოცხადდება მიღება, დაინტერესებული პირები შეავსებენ სააპლიკაციო ფორმას: https://forms.gle/XUGTwp6We5sskJJW8

II ეტაპი

გაიმართება საინფორმაციო ონლაინშეხვედრა, რომელზეც მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას კურსისა და მისი ეტაპების შესახებ, Google Clasroom-ის მუშაობის პრინციპებს. კურსის მენტორი შერჩეულ მონაწილეებს დაარეგისტრირებს Google Classroom-ში. მონაწილეებს ექნებათ წვდომა ლექციის ჩანაწერებსა და დავალებებზე, ასევე ექნება შესაძლებლობა დასვან კითხვები, მიიღონ კონსულტაცია Google Classroom-ში.

III ეტაპი

უნილაბში გაიმართება კურსის შემაჯამებელი ვორკშოპი. მასზე დასწრება ონლაინაც იქნება შესაძლებელი.

კურსების სააპლიკაციო ფორმა

სასურველ მიმართულებაზე სარეგისტრაციოდ აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ერთი  მიმართულება და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/XUGTwp6We5sskJJW8

რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 6 თებერვალი, 23:59 საათი

დამატებითი ინფორმაციისთვის  

გაიგე მეტი

გაიგე მეტი