3 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შიდა და გარე მობილობის მსურველ სტუდენტთათვის გამართავს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის შემოქმედებითი ტურის მეორე ეტაპს უნივერსიტეტის H კორპუსში.
გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 10:45 საათზე.
გამოცდა დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 2 საათი და 30 წუთი.
სტუდენტმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შემოქმედებითი ტურის პირველ ეტაპზე გაგზავნილი ნამუშევრების ორიგინალები;
- სახატავი საშუალებები: ფანქარი, საშლელი, სათლელი (ადგილზე მათ გადაეცემათ A3 ფორმატის ქაღალდი და სახატავი დაფა).
სტუდენტები კომისიისგან მიიღებენ წინასწარ განსაზღვრულ შემოქმედებით დავალებას.
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
2026

